გიორგი ვაშაძე დეგნანს და ჰარცელს მიმართავს - მიშელის დოკუმენტს ხელი მოვაწერეთ თქვენი უშუალო მხარდაჭერითა და გარანტიით, დადგა დრო, კონკრეტული აღსრულების მექანიზმები იქნას გამოყენებული, რათა დავუბრუნდეთ ამ დოკუმენტს
გიორგი ვაშაძე დეგნანს და ჰარცელს მიმართავს - მიშელის დოკუმენტს ხელი მოვაწერეთ თქვენი უშუალო მხარდაჭერითა და გარანტიით, დადგა დრო, კონკრეტული აღსრულების მექანიზმები იქნას გამოყენებული, რათა დავუბრუნდეთ ამ დოკუმენტს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს მოსახლეობის 70 პროცენტს, რომელიც ყველა კვლევით პოზიტიურად აფასებს შარლ მიშელის დოკუმენტს, უთხრა, რომ ამ დოკუმენტიდან გასვლა სურს.

ვაშაძის თქმით, დღეს დადასტურდა, რომ „ქართულ ოცნებას“ რეალურად შეთანხმებაზე ხელმოწერა არ უნდოდა.

„მინდა, მივმართო ბატონ ირაკლის, რას ნიშნავს აუქმებ? ვის კითხეთ რომ უნდა გააუქმოთ? საქართველოს მოქალაქეებს ჰკითხეთ? ხელმომწერებს ჰკითხეთ, თუ ჩვენს დასავლელ პარტიორებს, რომლებმაც გაიძულეს, ხელი მოგეწერათ. დღეს დადასტურდა, რომ „ქართულ ოცნებას“ არ უნდოდა არანაირი დოკუმენტის ხელმოწერა და ჩვენ, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერმა პოლიტიკურმა ძალებმა ვაიძულეთ ისინი, წამოსულიყვნენ შეთანხმებაზე, რაც მნიშვნელივანია საქართველოს განვითარებისთვის. ბატონო ირაკლი, რის ანულირებას ახდენთ, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის, თუ ნატო-ში ინტეგრაციის გზის? “, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძე მიმართავს დიპლომატიურ კორპუსს, ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებს, პირადად აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებს.

„როცა ჩვენ დოკუმენტზე ვაწერდით ხელს, ამ დოკუმენტის შესრულების მთავარი გარანტია იყო თქვენი მონაწილეობა, ჩვენ „ქართულ ოცნებას“ არ ვენდობოდით, რადგან ისინი თაღლითები არიან, დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურეს თაღლითობა. სწორედ თქვენი უშუალო მხარდაჭერით და გარანტიით ჩვენ მოვაწერეთ ხელი ამ დოკუმენტს. ამიტომ დადგა დრო, კონკრეტული აღსრულების მექანიზმები იქნას გამოყენებული აღსრულების მექანიზმებთან დაკავშირებით, რომ დავუბრუნდეთ შარლ მიშელის დოკუმენტს, შეასრულონ ყველა ნაკისრი ვალებულება, როგორც საკონსიტუციო ცვლილებები, რომელიც სექტემბერში პირველი მოსმენით უნდა იქნას მიღებული, ასევე 43-პროცენტიანი რეფერენდუმის ნაწილი, რომელიც თვითმართველობის არჩევნებთან ერთად უნდა გაიმართოს.

დღეს „ქართულ ოცნებას“ ძალიან ეშინია 43 პროცენტის, ხედავს, რომ დღითიდღე კარგავს რეიტინგს, დღეს ისევ გვესაუბრება ორპოლუსიანობაზე, საბაბად იხვევს, რომ ვიღაცამ ხელი არ მოაწერა. თურმე, ვინც ხელი მოაწერა ოპოზიციიდან, ისინი მხოლოდ 10 პროცენტია. ბატონო ირაკლი, ეს ჯერ არის 10 პროცენტი, მაგრამ ყველას მობეზრდა თქვენ მიერ ხელოვნურად შექმნილი ორპოლუსიანობა და მალე გაცილებით მეტი იქნება ეს 10 პროცენტი.

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თქვენ დაუბრუნდეთ შარლ მიშელის დოკუმენტს, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა 43 პროცენტზე ნაკლები აიღოთ  თვითმმართველობის არჩევნებზე. ნადვილად არ დაგითმობთ ამ ქვეყანას საჯიჯგნად. ჩვენ ვაპირებთ, ვიბრძოლოთ ბოლომდე, რაც ნიშნავს რომ ვიმუშავებთ ჩვენს დასავლელ პარტიორებთან, პირველ რიგში საქართველოს მოქალაქეებთან. ბატონო კობახიძე, რ გაძლევთ უფლებას, გახვიდეთ შარლ მიშელის დოკუმენტის შეთანხებიდან, თქვენ ამას არავინ გეკითხებათ, ეს თქვენი საქმე არ არის, ამ დოკუმენტს ჰყავს თავისი მედიატორები და მათთან ერთად იქნება ეს გადაწყვეტილებები იღებული. დღეს „ქართულ ოცნებას“ უნდა, ჩვენ ავყვეთ პროცესში და ჩვენც დავტოვოთ შარლ მიშელის დოკუმენტი, ამის უფლებას არ მივცემთ. არ ვიღებთ კობახიძის განცხადებას ანულირებასთან დაკავშირებით და ეს დოკუმენტი აუცილებლად იქნება ძალში, დაბრუნდება უკან“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძის თქმით, ელოდება მეგობარი ქვეყნების, რომლებიც დაეხმარნენ მხარეებს შეთანხმების მიღწევაში, პოზიციებს ამ საკითხთან დაკავშირებით.

„ჩვენს გუნდს აქვს კონკრეტული ხედვა, თუ რა აღსრულების მექანიზმები უნდა იყოს გამოყენებული, რომ დაუბრუნდეს შარ მიშელის დოკუმენტს „ქართული ოცნება“. კობახიძეს არც არავინ ეკითხება, რომ ანულირება გამოგვიცხადა, ორპოლუსიანობაზე მეპალარაკება და „ნაცმოძრაობის“ ხელმოუწერლობა აქვს საბაბად გამოყენებული“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

რაც შეეხება ზურაბ ჯაფარიძის გადაწყვეტილებას, რომ დატოვოს პარლამენტი, ვაშაძე ამბობს, რომ მთავარი მიზანი უნდა იყოს შარლ მიშელის შეთანხმებაში დაბრუნება.

„ეს მისი პერსონალური გადაწყვეტილებაა, ვნახოთ, ეს ყველაფერი როგორ განვითარდება, მაგრამ ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს შარლ მიშელის დოკუმენტზე დაბრუნება და არა ჩვენი მხრიდანაც გასვლა ამ დოკუმენტიდან“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ განსაკუთრებულ მადლობას უხდის შარლ მიშელს მისი ძალისხმევისა და მხარდაჭერისთვის, თუმცა დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა. მისივე თქმით, 19 აპრილის შეთანხმების ანულირებით, დღეიდან ქვეყანა კონსტიტუციურ ჩარჩოს დაუბრუნდა.

ამ განცხადების შემდეგ, პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებიდან გავიდა და პარლამენტს ტოვებს, რადგან მიაჩნია, რომ საკანონმდებლო ორგანოში ყოფნა იყო 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმოწერით მის მიერ აღებული ვალდებულება.