გიორგი ვაშაძე - დასავლელი პარტნიორები ჩვენ გვერდით არიან, დარწმუნებული ვარ, ფუნდამენტურ სასამართლო რეფორმას დავიწყებთ
გიორგი ვაშაძე - დასავლელი პარტნიორები ჩვენ გვერდით არიან, დარწმუნებული ვარ, ფუნდამენტურ სასამართლო რეფორმას დავიწყებთ

„ქართულ ოცნებას“ მოსამართლეების საკითხზე სპეკულაციები ჩაუფლავდა, ამერიკის ელჩმა თავისი ხელით ყვითლად გაუხაზათ რა წერია შეთანხმებაში, რაც ძალიან კარგად ნიშნავს, ვინ ცრუობს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძე დარწმუნებულია, რომ ფუნდამენტურ სასამართლო რეფორმას დაიწყებენ.

„სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ქართული ოცნება” მატყუარაა. რაც შეეხება მამუკა ხაზარაძის განცხადებას, ჩვენ ამის შემდეგ კომუნიკაცია გვქონდა და სწორედ იმის მოლოდინი აშშ- ის საელჩოდან, სენატიდან, ევროპარლამენტიდან, ევროკავშირიდან, რაც ახლა ხდება. ამიტომ, ნუ ავჩქარდებით, რადგან ჩვენი დასავლელი პარტნიორები ჩვენ გვერდით არიან და დარწმუნებული ვარ, რომ ფუნდამენტურ სასამართლო რეფორმას დავიწყებთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.