გიორგი ვაშაძე და პაატა მანჯგალაძე გამოდიან საკანონმდებლო ინიციატივით, პანდემიის გამო, მოქალაქეთა გარკვეული ნაწილი საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდეს
გიორგი ვაშაძე და პაატა მანჯგალაძე გამოდიან საკანონმდებლო ინიციატივით, პანდემიის გამო, მოქალაქეთა გარკვეული ნაწილი საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდეს

ოპოზიციონერი დეპუტატები, გიორგი ვაშაძე და პაატა მანჯგალაძე საკანონმდებლო ინიციატივით გამოდიან, „კოვიდ-19“ პანდემიის გამო, მოქალაქეთა გარკვეული ნაწილი საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდეს.

„საგადასახადო კოდექსში“ მომზადებული შესაბამისი ცვლილებები 21 ივნისის ბიუროს სხდომას წარედგინება. ცვლილებებით საუბარია თვეში 750 ლარამდე შემოსავლის ნაწილში.

კერძოდ, კანონპროექტით, აღნიშნული შეღავათის დაწესება ექვსი კალენდარული თვით უნდა გაგრძელდეს.

ოპოზიციონერ დეპუტატებს მიაჩნიათ, რომ დამქირავებელი უფლებამოსილი უნდა იყოს, შეიმციროს (ბიუჯეტში არ შეიტანოს) დაქირავებულისთვის გაცემული 750 ლარამდე ხელფასიდან დაკავებული და გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი, თუ ამ დაქირავებულის მიერ ამავე დამქირავებლისგან ერთი კალენდარული თვის განმავლობაში მიღებული ხელფასი 1 500 ლარს არ აღემატება.