გიორგი ვაშაძე - ჩვენი საარჩევნო ბარიერი არის 40-45%, ამის გადალახვას ვაპირებთ
გიორგი ვაშაძე - ჩვენი საარჩევნო ბარიერი არის 40-45%, ამის გადალახვას ვაპირებთ

ჩვენი ბარიერი არის 40-45%, ამის გადალახვას ვაპირებთ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

გიორგი ვაშაძის თქმით, არჩევნებში აუცილებლად გაიმარჯვებენ.

„ჩვენ, „გამარჯვების კოალიციას“ გვაქვს ჩვენი ბარიერი. „ნაციონალური მოძრაობის“, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ამოცანაა, გავიდეთ პირველ ადგილზე ამ არჩევნებში. ჩვენი ბარიერი ხუთი პროცენტი ვერ იქნება, ჩვენი ბარიერი არის 40-45%, რომელიც უნდა გადავლახოთ. ამის გადალახვას ვაპირებთ და აუცილებლად ხალხთან ერთად გავიმარჯვებთ. დანარჩენი, ამ ბუღალტერიაში ვერ შევალთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.