გიორგი ვაშაძე - ჩვენ არ გვაქვს უფლება, ვისაუბროთ ელჩებთან შეხვედრის დეტალებზე, რაც მთავარია, 43 პროცენტი ძალაშია
გიორგი ვაშაძე - ჩვენ არ გვაქვს უფლება, ვისაუბროთ ელჩებთან შეხვედრის დეტალებზე, რაც მთავარია, 43 პროცენტი ძალაშია

შეხვედრაზე ვისაუბრეთ რამდენიმე საკითხზე. პირდაპირ გეტყვით, რომ ბოდიში მოვუხადე ევროკავშირის ყველა ელჩს იმისთვის, რაც ხდება საქართველოში, რომ მათ უსმენენ და უთვალთვალებენ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, არ აქვს უფლება ელჩებთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობს.

„ბოდიში მოვიხადე და ვუთხარი, რომ ეს არ არის ქართველი ხალხის სურვილი, ნება და ეს არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ძალადობრივი რეჟიმის ის საერთაშორისო დანაშაული, რაც არის ჩადენილი. მეორე, რა თქმა უნდა, მოვუყევით იმ დარღვევებზე, რაც არის წინასაარჩევნოდ სამტრედიაში. ჩვენი კანდიდატი იყო გატაცებული და მოახსნევინეს კანდიდატურა, შემდეგ აღვადგინეთ, რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ დმანისზე, სხვა შემთხვევებზეც. რაც ყველაზე მთავარია, კიდევ ერთხელ ვთხოვეთ, რომ იყვნენ მაქსიმალურად ჩართულები, რადგან მათი მხარდაჭერის გარეშე ამ მძიმე პოლარიზებულ გარემოს ვერ გადავტეხავთ. საქართველო გააგრძელებს ევროპულ ინტეგრაციას და რაც არ უნდა ნაბიჯი გადადგას „ქართულმა ოცნებამ“, მას არ გაუვა ევროკავშირისგან გადახვევა. მათ გვითხრეს, რომ უპრეცედენტოდ მაღალი რაოდენობის დამკვირვებლები არიან ჩამოსული, მათ გვითხრეს, რომ ის, რაც ხდება ძალადობის კუთხით, არის მიუღებელი. კიდევ ბევრი რამ გვითხრეს, რაზეც ვერ ვისაუბრებ, რადგან არის დახურული შეხვედრა და  უფლება არ გვაქვს, დეტალებზე ვისაუბროთ. რაც მთავარია, 43% ძალაშია“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლები შეხვედრებს მართავდნენ.

დატოვე კომენტარი