გიორგი ვაშაძე - ჭიათურაში უმძიმესი მდგომარეობაა, ხელისუფლების როლია, იყოს მედიატორი და რაც შეიძლება სწრაფად მოაგვაროს პრობლემები
გიორგი ვაშაძე - ჭიათურაში უმძიმესი მდგომარეობაა, ხელისუფლების როლია, იყოს მედიატორი და რაც შეიძლება სწრაფად მოაგვაროს პრობლემები

ჭიათურაში უმძიმესი მდგომარეობაა, ხელისუფლების როლია, იყოს მედიატორი და რაც შეიძლება სწრაფად მოაგვაროს პრობლემები, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის წევრმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, უნდა დაკმაყოფილდეს გაფიცულ მაღაროელთა მოთხოვნები და აღნიშნა, რომ საწარმოსთან შესაბამისი კოორდინაცია და დიალოგია საჭირო.

„ჭიათურაში უმძიმესი მდგომარეობაა. ჩემთვის, როგორც ჭიათურელისთვის, განსაკუთრებით მძიმეა ის, რასაც ვუყურებ. ვფიქრობ, კიდევ ერთხელ ვხედავთ რაღაც მიგდებულ, უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას სახელმწიფოსა და ხელისუფლების მხრიდან. ხელისუფლების როლია, იყოს მედიატორი და რაც შეიძლება სწრაფად მოაგვაროს ეს პრობლემები. უნდა დაკმაყოფილდეს გაფიცულთა მოთხოვნები და საწარმოსთან მოხდეს შესაბამისი კოორდინაცია და დიალოგი. არ ვიცი საერთოდ გული როგორ უთმენს ამ ადამიანებს, როგორ სხედან კაბინეტებში და როგორ უყურებენ შორიდან პირამოკერილ, მოშიმშილე ადამიანებს, რომლებიც აპროტესტებენ ამ ყველაფერს. ხელისუფლების წარმომადგენლები უნდა ჩავიდნენ კი არა, სად არიან ამდენ ხანს, რატომ არ ჩადიან. არჩევნების წინა დღეს, როცა ხმები სჭირდებოდათ, კარგად ჩავიდნენ. ჩადით ბატონებო, ხომ ხედავთ, არ ვერთვებით პროცესში, დისტანცირებული ვართ. გვინდა, რომ ნორმალურად მოგვარდეს ყველაფერი. ჩადით და ამ ხალხს მიაქციეთ ყურადღება, როდემდე უნდა იყვნენ მშივრები“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.