გიორგი ვაშაძე - ჩარკვიანმა პარლამენტში შესვლაზე გადაწყვეტილება როგორც სურს, ისე უნდა მიიღოს, „ველქამ“
გიორგი ვაშაძე - ჩარკვიანმა პარლამენტში შესვლაზე გადაწყვეტილება როგორც სურს, ისე უნდა მიიღოს, „ველქამ“

„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე თაკო ჩარკვიანის პარლამენტში შესაძლო შესვლასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ გადაწყვეტილება მისი მისაღებია.

მისივე თქმით, ჩარკვიანს რა გადაწყვეტილებაც სურს, ის უნდა მიიღოს, რადგან არჩევანში თავისუფალია.

„რა ვიცი, როგორ უნდა დავხვდე, ჩვეულებრივად. ეს მისი გადაწყვეტილებაა, მანდატიც მისია, როგორც უნდა, ისე გადაწყვიტოს. სხვა პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, ვიღაცების გადაწყვეტილებაზე ჭკუის დამრიგებელი არ ვარ. საერთოდ სადამრიგებლო კლასში ვინც არის გადასული, ის შემდეგ ცუდად ამთავრებს ხოლმე პოლიტიკას. ყველას თავისუფალი არჩევანი აქვს. როგორც უნდა, ისე მიიღოს გადაწყვეტილება, „ველქამ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დატოვე კომენტარი