გიორგი ვაშაძე - არჩევნებში ხმის მიცემის ტექნოლოგიური ნაწილი მნიშვნელოვანია, რათა, ვინც არ უნდა იყოს ცესკო-ს თავმჯდომარე, ვერ შეძლოს არჩევნების გაყალბება
გიორგი ვაშაძე - არჩევნებში ხმის მიცემის ტექნოლოგიური ნაწილი მნიშვნელოვანია, რათა, ვინც არ უნდა იყოს ცესკო-ს თავმჯდომარე, ვერ შეძლოს არჩევნების გაყალბება

არჩევნებში ხმის მიცემის ტექნოლოგიური ნაწილი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რათა, ვინც არ უნდა იყოს ცესკო-ს თავმჯდომარე, ვერ შეძლოს არჩევნების გაყალბება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ისე დაიგეგმა ბევრი საკითხი, რომ ცესკო-ს თავმჯდომარე დარჩება უფუნქციოდ.

„ჩვენ ისე ავაგეთ ბევრი საკითხი, რომ თავმჯდომარე ცესკო-ში გვინდა დავტოვოთ უფუნქციოდ, ვინც არ უნდა იყოს, რა მნიშვნელობა აქვს, თამარ ჟვანია იქნება, თუ ღობეგლეჯიაშვილი, თუ ის არის მართული ადამიანი, ის ყოველთვის შეძლებდა ძველ სისტემაში გაყალბებას. ჩვენ, სამწუხაროდ, არ გვყავს ისეთი ხალხი, ვისაც „ქართული ოცნება“ ახლა შეგვირჩევს, მასთან შევთანხმდებით და ყველა ვენდობით ამ ადამიანს, სამწუხაროდ, ამ ილუზიაში მე არ ვარ. ამიტომ არის ტექნოლოგიური ნაწილი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ვინც არ უნდა იყოს, მან ვერ შეძლოს არჩევნების გაყალბება“, – განაცხადა ვაშაძემ.

დატოვე კომენტარი