გიორგი ვაშაძე - არავინ მიიჩნევს, რომ ირაკლი კობახიძის ცრუ გეგმა რამეს შეცვლის, ორშაბათს ოპოზიცია წარადგენს საქმეზე ორიენტირებულ გეგმას
გიორგი ვაშაძე - არავინ მიიჩნევს, რომ ირაკლი კობახიძის ცრუ გეგმა რამეს შეცვლის, ორშაბათს ოპოზიცია წარადგენს საქმეზე ორიენტირებულ გეგმას

არავინ მიიჩნევს, რომ ირაკლი კობახიძის გუშინ წარმოთქმული ცრუ გეგმა რამეს შეცვლის, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, ორშაბათს ოპოზიცია წარადგენს გეგმას, რომელიც იქნება საქმეზე ორიენტირებული.

„ცრუ საქმეში მონაწილეობას არათუ ჩვენ, არავინ აპირებს. არავინ მიიჩნევს, რომ კობახიძის გუშინ წარმოთქმული ცრუ გეგმა რამეს შეცვლის. აი, ჩვენს გეგმას დაელოდეთ და ასევე აქციის შემდგომ პარალელურ გეგმას მოისმენთ, მათ შორის საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან, რომელიც იქნება საქმეზე და შედეგზე ორიენტირებული. ჩვენ ბევრი კომისია გვინახავს შექმნილი „ქართული ოცნების“ მხრიდან, ოღონდ ძალიან ხშირად მინახავს, რომ იქ ოპოზიცია მისდის და თავად იმალებიან, რადგან საქმის კეთება ამ ხალხს არ უნდა. რაც შეეხება რეალურ გეგმას, ჩვენ ამას დავდებთ აუცილებლად ორშაბათს და ჯერი „ქართულ ოცნებაზე“ იქნება, რაც უფრო მეტად გაგვიძალიანდებიან, მით უფრო მწარე იქნება მათი ბედი, რასაც ისინი მიიღებენ საბოლოო ჯამში“, – განაცხადა ვაშაძემ.

„ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულების გეგმა გუშინ წარადგინა.