გიორგი ვაშაძე - ამნისტიის კანონს აუცილებლად მივიღებთ და მელია გათავისუფლდება, შესაძლოა, კიდევ ხუთი კვირა იყოს საპატიმროში
გიორგი ვაშაძე - ამნისტიის კანონს აუცილებლად მივიღებთ და მელია გათავისუფლდება, შესაძლოა, კიდევ ხუთი კვირა იყოს საპატიმროში

ამნისტიის კანონის ერთ-ერთი მიზანი არის ნიკა მელიას გათავისუფლება. ყველაზე მეტხანს, სწორედ ხუთი კვირა შეიძლება იყოს ის საპატიმრო დაწესებულებაში. ამნისტიის კანონს აუცილებლად მივიღებთ და ის გათავისუფლდება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მელია აუცილებლად გათავისუფლდება, „ნაციონალური მოძრაობა“ კი პარლამენტში შევა.

„არაერთხელ ვთქვით, რომ ამნისტიის კანონამდე მექანიზმი ევროპულ და დასავლურ მხარესთან შეთანხმებული ვართ რომ არის -გირაო. ასე ვთქვათ, პირადად შარლ მიშელმა თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა და ისტორიული გამონაკლისი დაუშვა ევროკავშირის არსებობით ისტორიაში და ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. დანარჩენი ნამდვილად ნიკა მელიას გადასაწყვეტია. რაც შეეხება უნდა გადაეხადა, უნდა მიეღო ეს გირაო, არ უნდა მიეღო, როცა გამოვა საპატიმრო დაწესებულებიდან, მაშინ ვისაუბროთ ამ ყველაფერზე. არასწორი მგონია ჩემი მხრიდან ვისაუბრო ციხეში მჯდომი პოლიტპატიმრის პოზიციაზე. ჩვენს თავს ზემოთ ძალა რაც არ არის, იმას ვერ გავაკეთებთ, ამიტომ თუ მოხდება რაღაცნაირად შეთანხმება, რომ ის ამ გირაოს დათანხმდება, ნეიტრალური პოზიცია ექნება თუ ასე შემდეგ, გამოვა საპატიმრო დაწესებულებიდან, მაგრამ ამისთვის რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა შეუერთდეს დოკუმენტს და შევიდეს პარლამენტში. საბოლოო სურათი შემიძლია, გითხრათ, რა მოხდება. მელია აუცილებლად გათავისუფლდება, „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება პარლამენტში და აი, ამ ურთიერთპოლიტიკურ თავდასხმებს, რაც იყო ამ ქვეყანაში, ჩავაბარებთ ისტორიას“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღეს ჩემი პასუხისმგებლობა, როგორც საქართველოში ერთ-ერთი აქტიური პოლიტიკოსის, რომ ის დროულად გავათავისუფლოთ საპატიმრო დაწესებულებიდან.

შარლ მიშელის დოკუმენტში დეტალურად არის, რომ  ერთი კვირის ვადაში უნდა დაინიცირდეს ამნისტიის კანონი, რომელიც ასე ვთქვათ, პროცედურულად იქნება განხილული. ამაზე მოკლე ვადა პროცედურების არ არსებობს და შესაბამისად, მეორე პოლიტპატიმარიც გათავისუფლდება. შარლ მიშელის დოკუმენტში გირაოზე საერთოდ არაფერი არ წერია, პირდაპირ რომ ვთქვათ და შარლ მიშელის მეორე ჩანაწერი ან/ და რომ წერია, ეს გულისხმობს სწორედ გიორგი რურუას შეწყალების საკითხს, რომელიც უკვე დასრულებულია. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ძალიან დიდი გამარჯვებაა, როცა ერთი პოლიტპატიმრით ნაკლები არის, ამიტომ მარტივად რომ განვმარტოთ, შარლ მიშელის დოკუმენტი ამნისტიის ნაწილში ამბობს, რომ კანონი უნდა იყოს ინიცირებული პარლამენტში. ყველა ვიმსჯელებთ როგორი ამნისტიის კანონი უნდა მივიღოთ. ასე რომ, დოკუმენტი ნამდვილად არ ირღვევა, დოკუმენტი შესრულებულია ყველა მხარის მხრიდან. იმასაც გეუბნებით, ყველა ჩანაწერთან მიმართებით თუ რამე დარღვევას დავინახავ, პირველი მე გეტყვით ამაზე“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით გირაოს ნაწილი დასავლურ მხარესთან სიტყვიერად იყო შეთანხმებული.

„ეს იყო სიტყვიერი. გირაოსთან დაკავშირებით ბოლო ორი შეხვედრის შემდეგ საჯაროდაც იყო გაცხადებული“, – აღნიშნა ვაშაძემ.