გიორგი ვაშაძე - ამერიკელი პარტნიორების მხრიდან არის მოწოდება შეთანხმებისკენ
გიორგი ვაშაძე - ამერიკელი პარტნიორების მხრიდან არის მოწოდება შეთანხმებისკენ

ამერიკელი პარტნიორების მხრიდან არის მოწოდება შეთანხმებისკენ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელ ფილიპ რიკერთან ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„მოდით, ასე ვთქვათ, რომ ერთ შეხვედრაში არც ის ხდება და არც ეს ხდება, რაღა თქმა უნდა. პირველი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია და ოპოზიციასთან ხელისუფლების, ასე ვთქვათ, ანგარიშგასაწეობის საკითხის ხაზგასმაა, როცა ეს შეხვედრა მოხდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მეორე, რა თქმა უნდა, მოწოდება არის შეთანხმებისკენ ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხრიდან, ამას ნამდვილად ვიტყვი. ჩვენ მივაწოდეთ ყველა ის საკითხი, რაც რეალურად ხდება დღეს ქვეყანაში. ოპოზიციამ დააფიქსირა ერთიანი პოზიცია საკუთარ მოთხოვნებთან დაკავშირებით და სრული მზაობა გამოვხატეთ, რომ მზად ვართ, მესამე რაუნდში მივიდეთ, მაგრამ ველოდებით ადეკვატურ პასუხს „ქართული ოცნების“ მხრიდან. აქ არ არის იმაზე, მხოლოდ ჩვენ რას ვიზამთ, მთავარი გასაღები არის „ქართული ოცნების“ ხელში. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენი მოთხოვნები ძალაშია“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დატოვე კომენტარი