გიორგი ვაშაძე - ახალგაზრდების დამსახურებით რუსული კანონი გაწვეული იქნება, მაგრამ გვაქვს ორი კონკრეტული ამოცანა,  სტატუსის მიღება და რუსული მეთოდებით მოქმედი რეჟიმისგან საქართველოს გათავისუფლება
გიორგი ვაშაძე - ახალგაზრდების დამსახურებით რუსული კანონი გაწვეული იქნება, მაგრამ გვაქვს ორი კონკრეტული ამოცანა,  სტატუსის მიღება და რუსული მეთოდებით მოქმედი რეჟიმისგან საქართველოს გათავისუფლება

ახალგაზრდების დამსახურებით რუსული კანონი გაწვეული იქნება, მაგრამ გვაქვს ორი კონკრეტული ამოცანა, სტატუსის მიღება და რუსული მეთოდებით მოქმედი რეჟიმისგან საქართველოს გათავისუფლება, –  ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ერთიანობა, რათა საბოლოო მიზანს, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მივაღწიოთ.

„ახალგაზრდების დამსახურებით წარმატებას მივაღწიეთ, რუსული კანონი პარლამენტიდან გაწვეული იქნება, მაგრამ ორი კონკრეტული ამოცანა გვაქვს შესასრულებელი – სტატუსის მიღება და რუსული მეთოდებით მოქმედი რეჟიმისგან საქართველოს გათავისუფლება. ამ ორი ამოცანისთვის ახალგაზრდებს მივმართავ, თქვენ ხართ მთავარი ყინულმჭრელი და გაქვთ მთავარი მექანიზმი, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირია წევრი. ამიტომ ახალგაზრდებს ვთხოვ, პროცესში ჩართული იყვნენ, რათა რეჟიმი არ შეეცადოს, ისევ დაგვაბრუნოს უბედურებაში, რაშიც ამდენი ხანი ვიყავით. მნიშვნელოვანია ერთიანობა, რათა საბოლოო მიზანს, სტატუსს მივაღწიოთ. ის, რომ დღეს კანონს გაიწვევენ, ეს არის წარმატება და არა საბოლოო გამარჯვება. საბოლოო გამარჯვებისთვის უნდა მოხდეს სასამართლოს კლანისგან გათავისუფლება, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, რეფორმებია გასატარებელი. ბევრი ამოცანა გვაქვს და ყურადღებით უნდა ვიყოთ, არ მოვდუნდეთ“, – განაცხადა ვაშაძემ.