გიორგი ვაშაძე - ადამიანები ვართ და ნამდვილად არ უნდა გვიხაროდეს ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ციხეში ყოფნა
გიორგი ვაშაძე - ადამიანები ვართ და ნამდვილად არ უნდა გვიხაროდეს ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ციხეში ყოფნა

ადამიანები ვართ და ნამდვილად არ უნდა გვიხაროდეს ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ციხეში ყოფნა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა მთავარია შერიგების გზით სვლა.

„რას ცვლის მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა ქართულ პოლიტიკაში, ამას არჩევნებზე ვნახავთ, დარჩა რამდენიმე საათი და შევხედავთ. გულწრფელად ვიტყვი, რომ სანამ პოლიტიკოსები ვართ, მანამდე ადამიანები ვართ და ნამდვილად არ უნდა გვიხაროდეს ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ციხეში ყოფნა, მაგრამ მთავარი ახლა არის წავიდეთ თანხმობის გზით, შერიგების გზით, მოლაპარაკების გზით, განვითარების გზით და არა დაპირისპირების და თავპირის მტვრევის გზით. ჩვენ ჩვენს გუნდს გვაქვს მიზანი, რომ ვითამაშოთ მასტაბილურების, შემრიგებლის და განვითარებაზე ორიენტირებულის როლი. გზები ყოველთვის გამოინახება. მთავარია, ჩვენ გვინდოდეს, რომ საქმე ვაკეთოთ და შევთანხმდეთ, შევრიგდეთ და თანხმობა იყოს ამ ქვეყანაში, ეს როცა გვინდა, გზას ყოველთვის მოვძებნით“, – განაცხადა ვაშაძემ.