ოლიმპიურ თამაშებზე საციგაო შეჯიბრის ორივე დაშვება გაიმართა, რომელშიც ორმოცი სპორტსმენი მონაწილეობდა. ქართველმა გიორგი სოღოიანმა, პირველ ცდაზე, 49.3 წამით, ოცდამეათე შედეგი აჩვენა. მეორე ცდაზე მან საკუთარი შედეგი გააუმჯობესა და ფინიშის ხაზი 49.151-ში გადაკვეთა. საბოლოოდ მან 40 სპორტსმენს შორის 32-ე ადგილი დაიკავა.
ორი დაშვების შემდეგ, საერთო ჩათვლას გერმანელი ფელიქს ლოხი ლიდერობს.
ოლიმპიადის რეპორტაჟების ხილვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე პირველი არხი / მეორე არხი (მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე)