გიორგი შოთაძე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია #1TVSPORT
ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წვერი გიორგი შოთაძე (63კგ) დღეს ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ტურნირზე ვერცხლის მედალი დავით სოლოღაშვილმა მოიპოვა (77 კგ), ბრინჯაო კი გიორგი ცოფურაშვილის ანგარიშზეა (130 კგ).
დღეს ფინალურ ბლოკამდე დარჩენილი ხუთ წონით კატეგორიაში წინასწარი ეტაპის და ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართა. შეჯიბრზე დილის და საღამოს შეხვედრები ისე ჩამთავრდა,რომ არც ერთ ქართველს შეხვედრა არ წაუგია. ირაკლი ძიმისტარიშვილი (60 კგ), დიეგო ჩხიკვაძე (67 კგ), გიორგი ჩხიკვაძე (72 კგ), ბექა გურული (82 კგ) და გიორგი ქაცანაშვილი (97 კგ) ფინალში გავიდნენ და ოქროს მედლებისთვის ხვალ იჭიდავებენ.
საქართველოს ნაკრებმა უკვე გაინაღდა ათი წონიდან რვა მედალი და დიდი ალბათობით, ჩვენი ნაკრები გუნდურ პირველ ადგილსაც დაიკავებს.