გიორგი შერმადინს მარტის საუკეთესო კალათბურთელის ჯილდო გადაეცა [ვიდეო] #1TVSPORT
„ტენერიფემ“ ესპანეთის ჩემპიონატის 28-ე ტურის მატჩში „ხირონას“ უმასპინძლა და 74:60 მოიგო. შეხვედრის დაწყებამდე გიორგი შერმადინს ესპანეთის ჩემპიონატის მარტის საუკეთესო კალათბურთელისთვის განკუთვნილი ჯილდო საზეიმო ვითარებაში გადაეცა.
საშინაო არენაზე მოთამაშე კუნძულელებმა თავიდანვე დიდი უპირატესობა მოიპოვეს და მაინცდამაინც აქცენტის ფარქვეშიდან შეტევაზე გადატანა საჭირო არ იყო. შესაბამისად, შერმადინი ზედმეტად არ დაიტვირთა და სტატისტიკა ასეთი ჰქონდა: 28 წუთი, 5 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი.
„ტენერიფეს“ 18 მოგება, 10 წაგება აქვს და ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში „მურსიასთან“ მეოთხე-მეხუთე ადგილებს ინაწილებს.