გიორგი შერმადინმა „პერისტერისთან“ 21 ქულა ჩააგდო და ჩემპიონთა ლიგის ფინალშია [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ცენტრი გიორგი შერმადინი მორიგ ტიტულს მიუახლოვდა. მან ჩემპიონთა ლიგის ნახევრაფინალში 21 ქულა ჩააგდო და „ტენერიფეს“ ბერძნული „პერისტერის“ ძლევაში დაეხმარა – 97:93.
ამ მოგებით ესპანურმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. მისი მეტოქე დღეს ესპანური გუნდების, „მურსიასა“ და „უნიკახას“ მატჩში გამოვლინდება. ფინალი 28 აპრილს გაიმართება.
რაც შეეხება ნახევარფინალს, „ტენერიფემ“ ურთულესი ბრძოლა გადაიტანა „პერისტერისთან“, თუმცა ბოლო წამებზე გამოცდილების წყალობით გამარჯვება მაინც მოიპოვა.
შერმადინის სტატისტიკა ასეთი იყო: 26 წუთი, 21 ქულა (8/7 ორქულიანი, 9/7 საჯარიმო), 3 მოხსნა, 2 პასი.
მას პასებით ამარაგებდა მატჩის საუკეთესო კალათბურთელი მარსელინიო უერტასი: 27 ქულა, 9 მოხსნა, 7 პასი. ხოლო მატჩის ბომბარდირი კიდევ ერთი ტენერიფელი გახდა – კაილ გაიმ 34 ქულა ჩააგდო.