გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ „ჰოლონი“ დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ფინალშია #1TVSPORT
საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის ფინალური ოთხეულის სათამაშოდ გუნდები ესპანეთის ქალაქ ბილბაოში შეიკრიბნენ. პირველ ნახევარფინალში გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ ისრაელის „ჰოლონს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 78:71 დაამარცხა.
მთელი მატჩის განმავლობაში წინ ესპანელები იყვნენ, თუმცა ბოლო წუთებზე „ჰოლონის“ კალათბურთელებმა გადასწრება მოახერხეს. სწორედ ამის შემდეგ გამოჩნდა გამოცდილი გამთამაშებლის მარსელინიო უერტასისა და ცენტრი გიორგი შერმადინის კლასი – სწორედ მათი გააზრებული თამაშისა და ქულების წყალობით „ტენერიფემ“ მეტოქეს შანსი არ დაუტოვა.
ერთ ეპიზოდში ინგლისურენოვანმა კომენტატორმა საინტერესო ფრაზა წარმოთქვა: „ყველა ბავშვს, რომელიც გამთამაშებლობაზე ფიქრობს, უნდა, მარსელინიო უერტასს ჰგავდეს; ტანმაღალ ბავშვებს სურთ თამაშში შერმადინს ჰგავდნენ“.
უერტასმა 17 ქულა და 9 პასი მოაგროვა, შერმადინის მონაგარი ასეთი იყო:
22 წუთი, 14 ქულა (6/6 ორქულიანი, 5/2 საჯარიმო), 7 მოხსნა, 1 ჩაჭრა, 17 სარგებლიანობა.
ფინალში, რომელიც 8 მაისს გაიმართება, კუნძულელთა მეტოქე „მანრესასა“ და „ლუდვიგსბურგს“ შორის გამარჯვებული იქნება.