გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ „დერტონა“ დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა #1TVSPORT
„ტენერიფემ“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ სერიაში 2:0 დაამარცხა იტალიური „დერტონა“ და ფინალურ ოთხეულში ითამაშებს. მეორე მატჩი ტენერიფელებმა სტუმრად 77:64 მოიგეს.
გამარჯვებაში მთავარი როლი ქართველ ცენტრ გიორგი შერმადინს მიუძღვის, რომელმაც 23 ქულა ჩააგდო. მისი სრული სტატისტიკა: 26 წუთი, 11-დან 10 ორქულიანი, 4-დან 3 საჯარიმო, 9 მოხსნა, 1 დაფარება.
16 ქულა და 13 პასი ჰქონდა „ტენერიფეს“ გამთამაშებელს, მარსელინიო უერტასს.
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში შერმადინის გუნდი „გალათასარაის“ ეთამაშება. მატჩი 9 მაისს გაიმართება.