გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ ესპანეთის თასის ნახევარფინალში გავიდა #1TVSPORT
გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ კალათბურთში ესპანეთის თასის მეოთხედფინალში სტუმრად უნიკახა 91:83 დაამარცხა და ტურნირის ნახევარფინალში გავიდა.
მატჩი დაძაბული გამოვიდა და პირველი ტაიმი „უნიკახამ“ 4-ქულიანი უპირატესობით მოიგო. „ტენერიფემ“ მეორე ნახევარში ტემპს მოუმატა, სროლებისას უფრო ზუსტი იყო და შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანა.
გიორგი შერმადინი „ტენერიფეს“ შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ცენტრალურმა თავდამსხმელმა მოედანზე 26:18 წუთი გაატარა, რა დროშიც 16 ქულა, 5 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა. გიორგიმ 6-დან 4 ორქულიანი და 9-დან 8 საჯარიმო გამოიყენა.
სტუმართა შემადგენლობაში ყველაზე მეტი, 25 ქულა კანადელმა ლეგიონერმა, დოორეკამპმა ჩააგდო, ხოლო კაილ გეის 20 ქულა ჰქონდა.
ესპანეთის თასის ნახევარფინალში „ტენერიფეს“ მეტოქე „ბარსელონა“ იქნება, შეხვედრა 18 თებერვალს გაიმართება.