გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის გადამწყვეტ მატჩს ესპანეთში გამართავს [ვიდეო] #1TVSPORT
საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ თურქულ „თოფაშს“ ხვდება. სერია ორ მოგებამდეა. პირველი მატჩი ესპანეთში „ტენერიფემ“ მოიგო, განმეორებითში კი გამარჯვება თურქებს დარჩათ – 90:81. ამ წყვილში გამარჯვებულს მესამე შეხვედრა გამოავლენს, რომელიც კუნძულ ტენერიფეზე 17 აპრილს გაიმართება.
სტუმრად გამართულ შეხვედრაში შერმადინი სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 19 წუთი ითამაშა. ამ დროში მან 4 ქულა, 3 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. 34 ქულა ჰქონდა მის თანაგუნდელ კაილ გაის. „თოფაშის“ გამარჯვება კი კალებ ჰომსლიმ განაპირობა, რომელმაც 29 ქულა ჩააგდო.