გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ „ბეტისთან“ ოვერტაიმში დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის 26-ე ტურის შეხვედრა გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ „ბეტისთან“ სტუმრად ჩაატარა. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ 66:66 დასრულდა, დამატებით დროში კი „ტენერიფე“ 76:80 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების ცენტრმა მოედანზე 22 წუთი გაატარა, რა დროშიც 12 ქულა და 5 მოხსნა მოაგროვა. სტუმართა შორის ყველზე შედეგიანი ტიმ აბრომატისი (15 ქულა) იყო.
26-ე ტურში რატი ანდრონიკაშვილისა და თად მაკფადენის „მურსიამ“ დაძაბულ ბრძოლაში 79:81 წააგო „ობრადოიროსთან“. ანდრონიაკშვილმა 9 წუთში 2 ქულა და 3 შედეგიანი პასი მოაგროვა, მაკფადენის ანგარიშზე 11 ქულა, 2 მოხსნა და ერთი შედეგიანი გადაცემაა.
26 ტურის შემდეგ „ტენერიფე“ 26 ქულით მეოთხე ადგილზეა, „მურსია“ 20 ქულით მე-13 პოზიციას იკავებს.