ქართველი ცენტრის გიორგი შერმადინის „დანქი“ „ევროთასის“ ათეულის პირველ ადგილზე გავიდა და საუკეთესოდ შეფასდა.
ჩატენვა გიორგიმ „მორან ბარის“ წინააღმდეგ მოგებულ შეხვედრაში შეასრულა. გიორგი შერმადინი ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო. ქართველმა ცენტრმა 14 წუთში 19 ქულა, ოთხი მოხსნა, ორი ჩაჭრა და ერთი პასი მოაგროვა.