გიორგი შერმადინის 20 ქულა 20 წუთში - „ტენერიფე“ ბილბაოში ბოლო წამებზე დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში 31-ე ტურის მატჩი გამართა გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“. კუნძულელები ბილბაოს ესტუმრნენ და ამავე სახელწოდების გუნდთან 79:87 დამარცხდნენ.
ქართველმა ცენტრმა 20 წუთში 20 ქულა, 4 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. 5-დან 5 ორქულიანი ჩააგდო, მისი 12 საჯარიმოდან ზუსტი 10 აღმოჩნდა. გიორგის მარგი ქმედების კოეფიციენტი 28 ჰქონდა – ორივე გუნდში მეორე მაჩვენებელი დელგადოს (44) შემდეგ.
„ტენერიფეს“ 19 მოგება და 12 მარცხი აქვს და ცხრილში მე-6 პოზიციაზეა. კანარის კუნძულელები მორიგ მატჩს 30 აპრილს „მანრესასთან“ გამართავენ. ბილბაოში კი 6 მაისს კვლავ მოუწევთ ჩასვლა ჩემპიონთა ლიგის ოთხთა ფინალის სათამაშოდ. 1/2 ფინალში ისრაელის „ჰოლონს“ დაუპირისპირდებიან.