გიორგი შერმადინის 18 ქულით „ტენერიფემ“ „ბრეოგანი“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
ესპანეთის ჩემპიონატში მე-12 მატჩი მოიგო გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“. კუნძულელებმა „ბრეოგანს“ უმასპინძლეს და 90:81 გაიმარჯვეს.
გიორგი შერმადინი გამორჩეული იყო: 23 წუთში 18 ქულა, 5 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა. გიორგიმ 11-დან 8 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო სროლა გამოიყენა. „ტენერიფეს“ ბრუნო ფიტიპალდო გაუძღვა. ურგვაელმა 23 ქულა ჩააგდო.
„ტენერიფე“ ესპანეთის ჩემპიონატის მომდევნო ტურში 7 მარტს „მანრესას“ დაუპირისპირდება. მანამდე ესპანეთის სამეფო თასია – 21 თებერვალი, „ბასკონია“-„ტენერიფე“.