გიორგი შერმადინის 17 ქულა ჩემპიონთა ლიგაზე #1TVSPORT
გიორგი შერმადინის 17 ქულა ჩემპიონთა ლიგაზე #1TVSPORT

ჩემპიონთა ლიგაზე შედეგიანი მატჩი ჩაატარა გიორგი შერმადინმა – „ტენერიფემ“ სტუმრად საბერძნეთში „კოლოსოსი“ 71:47 დაამარცხა.

ქართველმა ცენტრმა 20 წუთში 17 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა და მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი გახდა.

ჩემპიონთა ლიგაზე ორი ტურის შემდეგ „ტენერიფეს“ ორი მოგება აქვს და ჯგუფში პირველ ადგილზეა.

მომდევნო მატჩს ესპანელები კვლავ სტუმრად ჩაატარებენ – 29 ოქტომბერს „ტენერიფე“ საფრანგეთში „სენ კვენტინს“ შეხვდება.