გიორგი შერმადინი ვერც „ჟირონამ“ შეაჩერა - 16 ქულა 23 წუთში [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი შერმადინმა ესპანეთის ჩემპიონატში მორიგი შედეგიანი მატჩი გამართა. მისი „ტენერიფე“ „ჟირონას“ ესტუმრა და 88:72 დაამარცხა.
გიორგი მარგი ქმედების 27-იანი კოეფიციენტით MVP (ყველაზე სასარგებლო მოთამაშე) გახდა. მისი სრული სტატისტიკა ასეთია: 23 წუთი, 16 ქულა, 8 მოხსნა და 3 პასი.
9 პასით დაეხმარა „ტენერიფესა“ და შერმადინს უერტასი, 14 ქულა ჰქონდა ლიეტუველ აბრომაიტისს.
23 მოგებითა და 9 მარცხით „ტენერიფე“ ესპანეთის ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა. უახლოეს მატჩს კი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში 12 მაისს ისრაელის „ჰაპოელთან“ გამართავს.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარეობს გამოკითხვა ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელის გამოსავლენად, სადაც გიორგი შერმადინი ლიდერობს.