გიორგი შერმადინი „სარაგოსასთან“ მატჩის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა - „ტენერიფემ“ მეოცე მატჩი მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT
ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში ეფექტურად ითამაშა გიორგი შერმადინმა, რომლის „ტენერიფემ“ „სარაგოსა“ სტუმრად 93:89 დაამარცხა.
ყოფილი გუნდის წინააღმდეგ შერმადინს ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა. მისი სტატისტიკა: 31 წუთი, 11 ქულა (8/5 ორქულიანი, 6/6 საჯარიმო), 9 მოხსნა, 3 პასი. ამ მაჩვენებლით ის მატჩის საუკეთესო კალათბურთელი გახდა.
გიორგის შედეგიანობაში დიდი წვლილი შეიტანა გამთამაშებელმა მარსელინიო უერტასმა, რომელმაც 16 ქულა და 10 პასი შეასრულა.
„ტენერიფეს“ 25 მატჩიდან 20 აქვს მოგებული, სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა და მხოლოდ მადრიდის „რეალს“ ჩამორჩება.