გიორგი შერმადინი „ხუვენტუდთან“ შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე გახდა - „ტენერიფემ“ მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა #1TVSPORT
გიორგი შერმადინი „ხუვენტუდთან“ შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე გახდა - „ტენერიფემ“ მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა #1TVSPORT

ესპანეთის საკალათბურთო ლიგის მე-17 ტურში გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ საკუთარ მოედანზე „ხუვენტუდს“ დაუპირისპირდა და მეტოქე 90:70 დაამარცხა.

მატჩი სრულად მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა. პირველი ტაიმი „ტენერიფემ“ 18 ქულით მოიგო და ეს უპირატესობა შეხვედრის ბოლომდე ხელიდან არ გაუშვია.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალური თავდამსხმელი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. შერმადინმა მოედანზე 26:50 წუთი გაატარა, რა დროშიც 21 ქულა, 8 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. აღსანიშნავია, რომ გიორგის თამაშიდან ბურთი არ აუცილებია, მან 9 დან 9 სროლა გამოიყენა.

ლიგა „ენდესაში“ ჩატარებული 17 თამაშის შემდეგ „ტენერიფეს“ 9 მოგება და 8 მარცხი აქვს, გუნდი გათამაშების ცხრილში მეშვიდე ადგილზეა.