გიორგი შერმადინი ფორმაში შედის - 14 ქულა უკრაინულ „პრომეთეისთან“ [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს ნაკრებს 26 ნოემბერს უკრაინის ნაკრებთან მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი ელის. მანამდე გიორგი შერმადინმა უკრაინელებთან საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაზე გაივარჯიშა…
თუმცა „ტენერიფე“-„პრომეთეის“ შეხვედრას ვარჯიშს ნაკლებად დავარქმევთ – ბრძოლა ბოლო წუთებამდე მიმდინარეობდა და საბოლოოდ ესპანელებმა 80:78 იმარჯვეს.
შერმადინმა 17 წუთი ითამაშა და მასპინძელთა შორის ქულებით მეორე იყო – 14 ქულა. მან 8-დან 6 ორქულიანი ჩააგდო, 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. გარდა ამისა, მის ანგარიშზე 2-2 მოხსნა-პასია.
ტენერიფელთაგან ყველაზე მეტი ბრუნო ფიტიპალდომ ჩააგდო – 18.
კუნძულელებს უახლოესი შეხვედრა 14 ნოემბერს ელით – ესპანეთის ჩემპიონატში ბექა ბურჯანაძის „ბეტისს“ დაუპირისპირდებიან.