გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის იანვრის MVP-ი გახდა #1TVSPORT
ესპანეთის საკალათბურთო ლიგის, Liga Endesa-ს ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, „ტენერიფეს“ ქართველი კალათბურთელი გიორგი შერმადინი იანვარში ჩემპიონატის „უძვირფასესი მოთამაშე“ (MVP) გახდა.
ამჯერად გიორგი შერმადინის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 24.3 შეადგინა, ხოლო საშუალოდ 17.3 ქულას, 8.3 მოხსნასა და 1.3 შედეგიან გადაცემას აგროვებდა თამაშში. „ტენერიფემ“ ესპანეთის ჩემპიონატში სამი გამარჯვება მოიპოვა. გამოსარჩევია ქართველი კალათბურთელის შედეგიანი მატჩი „ხუვენტუდის“ წინააღმდეგ, როცა 27 წუთში 21 ქულა და 8 მოხსნა მოაგროვა.
გიორგი შერმადინი ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის თვის საუკეთესო მოთამაშე მე-12-ედ გახდა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. მეორე ადგილზე ტანოკა ბერდია, რომელიც „უძვირფასეს კალათბურთელად“ 10-ჯერ აღიარეს.
ამ მომენტისთვის „ტენერიფე“ Liga Endesa-ში 11 გამარჯვებითა და 9 მარცხით მე-7 ადგილზეა.