გიორგი შარაშიძე - წარმომადგენელთა პალატის აქტი კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ ამერიკა ქართველი ხალხის, საქართველოს გვერდითაა და მათი მხარდაჭერა გაგრძელდება
გიორგი შარაშიძე - წარმომადგენელთა პალატის აქტი კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ ამერიკა ქართველი ხალხის, საქართველოს გვერდითაა და მათი მხარდაჭერა გაგრძელდება

ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო ამერიკის სტრატეგიულ ინტერესებშია და არცერთ შემთხვევაში – „ქართული ოცნების“ რეჟიმი. ჩვენ გვაქვს უნიკალირი გეოპოლირიკური მდებარეობა. აშშ-ის უზარმაზარი ძალისხმევა აქვს ჩადებული ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებაში, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მისასალმებელია, რომ აშშ-ის კონგრესი მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას, ერთხელ და სამუდამოდ თავი დააღწიოს რუსეთის გავლენას და გახდეს ევროკავშირის, ცივილიზებული მსოფლიოს წევრი.

„წარმომადგენელთა პალატის აქტი კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ ამერიკა ქართველი ხალხის, საქართველოს გვერდითაა და მათი მხარდაჭერა გაგრძელდება. სამწუხარო რეალობაა, რომ „ქართული ოცნება“, ნაცვლად იმისა, რომ ამერიკასთან ურთიერთობების გადატვირთვისთვის მინიმალური დაპირება მაინც შეასრულოს, ვხედავთ, როგორ პასუხობს ბატობი კობახიძე ამერიკის სახელმწიფო მდივანს და ფაქტიბრივად ტყუილში ადანაშაულებს. „ქართული ოცნება“ სრულიად საპირისპიროს აკეთებს. მათი პასუხისმგებლობაა, რომ ამერიკასა და საქართველის შორის სტრატეგიული ურთიერთობა განულებული და გაუქმებულია. ამ პასუხისმგებლობას „ქართული ოცნება“ და კობახიძე ვერ გაექცევიან“, – განცხადა გიორგი შარაშიძემ.

რაც შეეხება პალატის მიერ აქტის მიღებაზე ჯო უილსონის სიტყვით გამოსვლას, გიორგი შარაშიძე ამბობს, რომ რამდენიმე დღის აშშ-ის სახელნწიფო მდივანმა კონგრესში მოსმენისას სრულად დაუჭირა მხარი ჯო უილსონის პოზიციას და დაეთანხმა საქართველისთან დაკავშირებთან მის მიერ განმარტებულ და ჩამოყალივებულ პოზიციას.

„როდესაც ამერიკის კონგრესმენზე საუბრობთ, ცოტა მეტი სიფრთხილე გმართებთ, მით უფრო იმ კონგრესმენზე, რომელიც გამოხატავს ამერიკის ახალი ადმინისტრაციის ინტერესებს და ეს მარკო რუბიოს განცხადებით კიდევ ერთხელ დადასტურდა. საქართველოს მხარემ, „ქართულმა ოცნებამ“ ნებისმიერ ასეთ გზავნილთან დაკავშირებით გაცილებით მეტი სიფრთხილე და ყურადღება უნდა გამოიჩინოს“, – აღნიშნა გიორგი შარაშიძემ.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო „კავკასიაში ჩინეთის კონტროლის წინააღმდეგ ბრძოლის აქტი“, რომლითაც „საქართველოში რუსულ და ჩინურ სადაზვერვო საქმიანობაზე“ საიდუმლო ანგარიშის მომზადებას ითხოვს.

კანონპროექტის მიღებამდე წარმომადგენელთა პალატაში სიტყვით გამოვიდა რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი, რომელმაც განაცხადა: „არალეგიტიმური „ქართული ოცნების“ რეჟიმი ამჟამად ქვეყნის ჩინეთის კომუნისტური პარტიისთვის და ომის დამნაშავე პუტინისთვის და ირანისთვის მიყიდვის პროცესშია, რაც ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას და ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებს“.