გიორგი შარაშიძე - საქართველო როცა ზურგს აქცევს ევროპას, ავითარებს ავტორიტარიზმს, რა არის გასაკვირი იმაში, რომ ისმის არა მხოლოდ კრიტიკა, არამედ უკიდურეს ნაბიჯებამდე მიდიან ჩვენი ევროპელი პარტნიორები?
საქართველო როდესაც ზურგს აქცევს ევროპას და არათუ სტანდარტებს უახლოვდება, არამედ ავტორიტარიზმს ავითარებს, რა არის გასაკვირი იმაში, რომ ისმის არა მხოლოდ კრიტიკა, არამედ ჩვენი ევროპელი პარტნიორები მიდიან უკიდურეს ნაბიჯებამდე? – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.
შარაშიძის თქმით, უკიდურეს ნაბიჯებამდე მიდიან, რადგან „ოცნება“ მათ სხვა გზას არ უტოვებს.
„ევროკავშირს ჩვენგან ერთადერთი რაღაც უნდა, იმის გათვალისწინებით, რომ კანდიდატის სტატუსი გვაქვს, ამ სტატუსის მქონე ქვეყნის ვალდებულებები უნდა შევასრულოთ და ევროპულ სტანდარტებს დავუახლოვდეთ. საქართველო როდესაც სრულიად საპირისპიროს აკეთებს, ზურგს აქცევს ევროპას და არათუ სტანდარტებს უახლოვდება, არამედ, დემოკრატიის განვითარების ნაცვლად, ავტორიტარიზმს ავითარებს, რა არის გასაკვირი იმაში, რომ ისმის ასეთი არა მხოლოდ კრიტიკა, არამედ უკიდურეს ნაბიჯებზე მიდიან ჩვენი ევროპელი პარტნიორები? რატომ მიდიან ამ უკიდურეს ნაბიჯებზე? რადგან „ოცნება“ მათ სხვა გზას არ უტოვებს. ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში ვხედავთ, რამდენი შანსი მისცეს „ოცნებას“ და დღესაც აძლევენ. აბა, თქვენ როგორ ფიქრობთ, რატომ იყო ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეკომენდაციაში მოწოდება დიალოგისკენ? მიუხედავად ყველაფრისა, რატომ არის „მოსკოვის მექანიზმში“ მოწოდება დიალოგისკენ? ამას ასრულებს „ოცნება“? თავად აქვს რაიმე ტიპის რესურსი ან შიდა დიალოგის, ან საგარეო დიალოგის? აი, ეს არის მთავარი პრობლემა“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.