გიორგი სახოკია გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობიდან გათავისუფლებულია
გიორგი სახოკია გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობიდან გათავისუფლებულია

გიორგი სახოკია გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობიდან გათავისუფლებულია.

ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის აპარატში დაუდასტურეს. მათივე ინფორმაციით, სახოკიას მიერ გუბერნატორის თანამდებობიდან წასვლა სხვა პოზიციაზე გადასვლას უკავშირდება, რის შესახებაც საზოგადოებისთვის ორშაბათიდან გახდება ცნობილი.

გიორგი სახოკია გურიის გუბერნატორის პოზიციაზე გიორგი გახარიას პრემიერობის დროს, 2021 წლის 9 თებერვალს დაინიშნა. იქამდე ის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იყო. 2014 წლიდან გიორგი სახოკია მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე, მათ შორის – იყო ადმინისტრაციის უფროსი, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, საჯარო ინფორმაციის სამმართველოს უფროსი. 2013-2014 წლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოში შიდა აუდიტის სამსახურს ხელმძღვანელობდა. აქვს კერძო სექტორში, ასევე არაერთ საერთაშორისო პროექტში, მათ შორის მმართველ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.