გიორგი ქვილითაიამ ყოფილ გუნდს გაუტანა, აპოელ-ი „ანორთოსისთან“ მხოლოდ ქულას დასჯერდა #1TVSPORT
გიორგი ქვილითაიამ ყოფილ გუნდს გაუტანა, აპოელ-ი „ანორთოსისთან“ მხოლოდ ქულას დასჯერდა #1TVSPORT

გიორგი ქვილითაიამ „ანორთოსისთან“ შეხვედრაში გოლი გაიტანა, მაგრამ ქართველი თავდამსხმელის გოლი აპოელ-ის გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

კვიპროსის ჩემპიონატის მე-5 ტურის შეხვედრაში აპოელ-ის ძირითად შემადგენლობაში ორივე ქართველი ფეხბურთელი იყო, ლაშა დვალი და გიორგი ქვილითაია.

გიორგიმ თავისი ყოფილი გუნდის, „ანორთოსისის“ კარი 21-ე წუთზე აიღო. მან სეზონში თავისი პირველი გოლის გატანა პენალტის ნიშნულიდან მოახერხა. „ანორთოსისმა“ 45+5-ე წუთზე ფერეირას გოლით ანგარიში გაათანაბრა – 1:1.

პირველი ტაიმის შემდეგ გუნდების მწვრთნელები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და მსაჯმა ორივე მათგანს მოედანი დაატოვებინა.

მეორე ტაიმში „ანორთოსისი“ ზეწოლას ზრდიდა. აპეოლ-ი ვერც შეტევაზე გადადიოდა და ვერც ბურთს ინარჩუნებდა, ბოლოს კი სა პინტოს გუნდმა საერთოდ უკან დაიხია და ქულა მოიპოვა.

5 ტურის შემდეგ „ანორთოსისი“ 11 ქულით ჩემპიონატის ლიდერია, ხოლო აპოელ-ი 5 ქულით მე-10 ადგილზეა, თუმცა ერთი თამაში გამოტოვებული აქვს.