გიორგი ქვილითაიამ ბელგიაში გაკეთებული ოპერაციის შემდეგ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ყველა გუშემატკივარს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა
„ოპერაციამ კარგად ჩაიარა. ყველას მადლობას გიხდით გვერდში დგომისთვის და გამხნევებისთვის! თქვენ მე მაძლიერებთ!“ – წერს გიორგი ქვილითაია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების თავდამსხმელი ლატვიასთან მატჩი გამოტოვა – გიორგიმ მატჩამდე გამართულ ბოლო ვარჯიშზე კოჭის ტრავმა მიიღო და საწვრთნელი პროცესის დასრულება ვეღარ შეძლო .
ქვილითაიამ მკურნალობას ბელგიაში გააგრძელა, სადაც ეროვნული ნაკრების ექიმთან, დავით ხარაბაძესთან ერთად, ლატვიასთან მატჩის დღეს გაემგზავრა. ფეხბურთელს ოპერაცია უკვე გაუკეთეს.