გიორგი ქვილითაია – ოპერაციამ კარგად ჩაიარა, ყველას მადლობას გიხდით გვერდში დგომისთვის!

21:27, 11.09.2018

გიორგი ქვილითაიამ ბელგიაში გაკეთებული ოპერაციის შემდეგ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ყველა გუშემატკივარს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა

„ოპერაციამ კარგად ჩაიარა. ყველას მადლობას გიხდით გვერდში დგომისთვის და გამხნევებისთვის! თქვენ მე მაძლიერებთ!“ – წერს გიორგი ქვილითაია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების თავდამსხმელი ლატვიასთან მატჩი გამოტოვა – გიორგიმ მატჩამდე გამართულ ბოლო ვარჯიშზე კოჭის ტრავმა მიიღო და საწვრთნელი პროცესის დასრულება ვეღარ შეძლო .

ქვილითაიამ მკურნალობას ბელგიაში გააგრძელა, სადაც ეროვნული ნაკრების ექიმთან, დავით ხარაბაძესთან ერთად, ლატვიასთან მატჩის დღეს გაემგზავრა. ფეხბურთელს ოპერაცია უკვე გაუკეთეს.

მსგავსი