გიორგი ქვილითაია: მიხარია, რომ უგოლო სერია ნაკრებში შევწყვიტე
გიორგი ქვილითაია: მიხარია, რომ უგოლო სერია ნაკრებში შევწყვიტე

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე კვიპროსი 1:0 დაამარცხა.

“ჯვაროსნებმა” გამარჯვება 24-ე წუთზე გიორგი ქვილითაიას გატანილი გოლის წყალობით მოიპოვეს. ვენის “რაპიდის” თავდამსხმელის თქმით, მისთვსი ეს გოლი უმნიშვნელოვანესი იყო.

“ თამაშის ხარისხით კმაყოფილი არ ვართ, მაგრამ მთავარია, რომ გავიმარჯვეთ და დიდი ხნის მოუგებელი სერია დავასრულეთ. პირადად მე რამდენიმემატჩიანი უგოლო სერია მქონდა და რა თქმა უნდა, ეს თავდამსხმელზე მოქმედებს. მიხარია, რომ ეს სერია ნაკრებში შევწყვიტე. კვიპროსის კარში გატანილი გოლი ჩემთვისაც მნიშვნელოვანი იყო და ნაკრებისთვისაც” – ამბობს გიორგი ქვილითაია.

მან კომენტარი ვლადიმერ ვაისის საქართველოს ნაკრებში დარჩენაზეც გააკეთა: “ამ ფაქტს დადებითად ვაფასებ, რადგან ბოლო ერთ წელიწადში გუნდს მწვრთნელის ხელი დაეტყო. ხარისხი ადრინდელზე უკეთესი გახლდათ, მაგრამ შედეგი არ იყო. იმედია, რომ მომავალ შესარჩევ ციკლში შედეგებსაც გავაუმჯობესებთ”.