გიორგი ქვილითაია - „აპოელთან“ ერთად დიდი წარმატების მიღწევა შემიძლია #1TVSPORT
გიორგი ქვილითაია - „აპოელთან“ ერთად დიდი წარმატების მიღწევა შემიძლია #1TVSPORT

გიორგი ქვილითაიამ Cablenet Sports-თან ინტერვიუში ნიქოზიასაპოელზე“ ილაპარაკა და განაცხადა, რომ ახალ კლუბში ყველაზე დიდი წარმატებების იმედი აქვს.

„გუნდური ფეხბურთელი ვარ. როდესაც ახალ კლუბში გადმოვდიოდი, მის პოტენციალს ვაფასებდი და დავრწმუნდი, რომ „აპოელს“ დიდი რესურსი გააჩნია, რომ ძველი სახელი დაიბრუნოს. ამიტომაც მჯერა, რომ შემიძლია ამ სეზონში „აპოელთან“ ერთად დიდ წარმატებას მივაღწიო“, – თქვა გიორგი კვილითაიამ Cablenet Sports– თან ინტერვიუში.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის თქმით, კვიპროსიდან წამყვან ევროპულ კლუბში მოხვედრა იოლი არ არის:

„კვიპროსში დასაქმებული ფეხბურთელისთვის არც ისე ადვილია წამყვანი ევროპული ლიგის გუნდში მოხვედრა, ვთქვათ, „ლაციოში“. მაგრამ კვიპროსის ჩემპიონატში თავის გამოჩენა შანსია, რომ სხვაგან წახვიდე. ამიტომ მსურს, რომ გამორჩეული სეზონი ჩავატარო“.

გიორგი ქვილითაიამ კარიერა თბილისის „სასკოში“ დაიწყო. თამაშობდა უნგრულ „დიორ ეტოში“, გორის „დილაში“, 2016 წელს საქართველოს ეროვნული ლიგის ბომბარდირი „დინამო თბილისში“ გახდა და ვენის „რაპიდში“ მიიწვიეს. მერე იყო ბელგიური „გენტი“, 2020 წელს თემურ ქეცბაიას ფამაგუსტას „ანორთოსის“ თავდამსხმელი გახდა.

2021 წლის ზაფხულში 27 წლის თავდამსხმელი ნიქოზიასაპოელში“ ჩაირიცხა, რომელიც ჩემპიონთა და ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 9-ჯერ არის გასული, მაგრამ ბოლო ორი წელია, კრიზისშია და პოზიციების დაბრუნებას ახლა ცდილობს. ქვილითაიას საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2016 წლიდან იწვევენ და მისი ფორმით ჩატარებულ 30 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა.