გიორგი ქოჩორაშვილით „ხეტაფეც“ დაინტერესდა #1TVSPORT
გიორგი ქოჩორაშვილის მსურველების სიას ლა ლიგის „ხეტაფეც“ შეუერთდა – ინფორმაციას გამოცემა getamercatto ავრცელებს.
რეგიონული ესპანური გამოცემის ჟურნალისტი ფლავიო კოსტა იუწყება, რომ ესპანური გუნდი ქართველი ნახევარმცველის ტრანსფერით არა მხოლოდ დაინტერესდა, არამედ „სპორტინგსაც“ მიმართა.
შეგახსენებთ, რომ ქოჩორაშვილით დაინტერესებულთა შორის დასახელდა ასევე ლა ლიგის ვიგოს „სელტა“, „ლევანტე“, „რაიო ვალეკანო“, ბერძნული პაოკ-ი და „პანათინაიკოსი“.
„ყველა მათგანი ქართველი ნახევარმცველის იჯარით დამატებას ცდილობს, მაგრამ „სპორტინგს“ ტრანსფერი დაახლოებით 4.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ სურს. „ხეტაფემ“ კი ლისაბონის გუნდს ქართველის შესახებ ინფორმაცია მოსთხოვა“, – ამტკიცებს ესპანელი ჟურნალისტი.
„ხეტაფესთვის“ ლა ლიგის გასული სეზონი წარმატებული გამოდგა, მე-7 ადგილი დაიკავა და კონფერენსლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.