გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტემ“ „კორდობასთან“ დრამატულ მატჩში ფრედ ითამაშა #1TVSPORT
ლა ლიგა 2-ში გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტე“ „კორდობას“ ესტუმრა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება ხელიდან გაუშვა – 2:2.
სეზონის დასრულებამდე 7 ტურით ადრე გამართულ შეხვედრაში „ლევანტემ“ ანგარიში მე-17 წუთზე გახსნა. კონტრშეტევაზე როჯერ ბრუგე მეკარესთან პირისპირ დარჩა, გვერდი ეფექტურად აუქცია და და 1:0.
მეორე ტაიმში „კორდობამ“ თამაშის გადარჩენა სცადა და 48-ე წუთზე ანგარიში პედრო ორტიზის გოლით გაათანაბრა.
„ლევანტეს“ გამარჯვებამდე ძალიან ცოტა დააკლდა: 90+2-ე წუთზე გუნდი ფორესმა დააწინაურა. მაგრამ ვალენსიელებმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს – საბოლოო ანგარიში 90+7-ე წუთზე კორდობელმა გონსალესმა დააფიქსირა.
ლა ლიგა 2-ში გამართული 35 ტურის შემდეგ „ლევანტე“ 63 ქულით ლიდერ „ელჩეს“ დაეწია და დამატებითი მაჩვენებლებით გალიდერდა, მაგრამ მის კონკურენტს ტურის მატჩი გასამართი აქვს.