გიორგი ქოჩორაშვილის ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობისთვის „ლევანტე“ კომპენსაციას მიიღებს - კლუბს შეუძლია მისი გაყიდვითაც ისარგებლოს #1TVSPORT
გიორგი ქოჩორაშვილის ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობისთვის „ლევანტე“ კომპენსაციას მიიღებს - კლუბს შეუძლია მისი გაყიდვითაც ისარგებლოს #1TVSPORT

გიორგი ქოჩორაშვილის ევროპის ჩემპიონატზე თამაშისთვის „ლევანტე“ უეფა-სგან კომპენსაციას მიიღებს. ამას გარდა, კლუბს მისი ტრანსფერიდანაც შეუძლია სოლიდური ფინანსური სარგებლის ნახვა – ინფორმაციას Onefootball-ი ავრცელებს.

„ევროპის ჩემპიონატზე ნახევარმცველის საქართველოს ნაკრებში თამაშის გამო „ლევანტე“, ჯამში, 230 ათას ევროს მიიღებს. ეს არის კომპენსაცია ფეხბურთელის მიერ ეროვნულ ნაკრებში გატარებული დღეებისთვის.

უეფა კლუბებს თანხას მოთამაშის ნაკრებში გატარებული დღეების მიხედვით გადაუხდის. ევროპის ჩემპიონატზე თავისი ქვეყნის ნაკრებში გატარებული ერთი დღისთვის კლუბი 10 ათას ევროს მიიღებს. საქართელოს ნაკრებმა 1/8-ფინალში ითამაშა, ქოჩორაშვილი კი 23 დღე არ იყო „ლევანტეს“ შემადგენლობაში.

გიორგი „ლევანტეს“ უახლოეს დღეებში უნდა შეუერთდეს, თუმცა იმედოვნებს, რომ კლუბი დასვენებისთვის მეტ დროს მისცემს.

ქოჩრაშვილმა საქართველოს ნაკრებში მაღალ დონეზე ითამაშა და, შესაბამისად, მისი სატრასფერო ღირებულებაც გაიზარდა. ასე რომ, „ლევანტეს“ შეუძლია, ფეხბურთელის ტრანსფერიდანაც სოლიდური შემოსავალი მიიღოს“, – წერს გამოცემა.