გიორგი ქოჩორაშვილის დამატებას „სევილიაც“ ცდილობს #1TVSPORT
„სპორტინგი“ „ხეტაფესთან“ გიორგი ქოჩორაშვილის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს განაგრძობს, თუმცა კლუბებმა ჯერ ვერ მიაღწიეს შეთანხმებას, რადგან ამ ბრძოლაში „სევილიაც“ ჩაერთო.
ესპანურ და პორტუგალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა „ხეტაფე“ აღარ არის ერთადერთი კლუბი ამ „რბოლაში“. ქართველი ნახევარმცველის გადაყვანა „სევილიასაც“ სურს და „სპორტინგს“ უკვე დაუკავშირდა.