გიორგი ქოჩორაშვილი „ლევანტესთან“ ახალი კონტრაქტით კმაყოფილია - ბედნიერი ვარ, რომ საქართველოსთვის ევრო 2024-ზე ვითამაშებ #1TVSPORT
გიორგი ქოჩორაშვილი „ლევანტესთან“ ახალი კონტრაქტით კმაყოფილია - ბედნიერი ვარ, რომ საქართველოსთვის ევრო 2024-ზე ვითამაშებ #1TVSPORT

გიორგი ქოჩორაშვილი ეროვნულ გუნდს საწვრთნელ შეკრებაზე ავსტრიაში შეუერთდა, სადაც ევრო 2024-ისთვის მზადებას დაიწყებს. საქართველოს ნაკრები ამ მოსამზადებელ ეტაპს 9 ივნისს მონტენეგროს წინააღმდეგ ამხანაგური მატჩით დაასრულებს.

ლევანტესპრესსამსახურმა გამოაქვეყნა ქართველი ნახევარმცველის კომენტარი, რომელშიც გიორგი გუნდთან გაფორმებულ ახალ კონტრაქტზე კომენტარს აკეთებს.

„კონტრაქტის გახანგრძლივებით ბედნიერი ვარ. „ლევანტემ“ დიდი შესაძლებლობა მომცა. ამიტომ კლუბში დარჩენით ძალიან ბედნიერი ვარ და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ გუნდს წარმატება მოვუტანო. არ დავმალავ კმაყოფილებას იმ ყველაფრის გამო, რასაც ახლა განვიცდი, რადგან ეს საფეხბურთო კარიერის ერთ-ერთი ულამაზესი წელია – წინ ევროპის ჩემპიონატი მელის.

ეს პროფესიულ ფეხბურთში ჩემი პირველი სრულფასოვანი სეზონია და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მივაღწიე ისეთ წარმატებებს, როგორებიცაა „ლევანტეს“ ძირითად შემადგენლობაში თამაში, ჩემი ქვეყნის ნაკრებში მოხვედრა და ევროპის ჩემპიონატზე გასვლა. ჩემთვის რთული, მაგრამ მშვენიერი სეზონი იყო. ამიტომ ყოველდღე უნდა გავაგრძელო ბრძოლა იმისთვის, რისიც მჯერა და ყველაფერი გავაკეთო „ლევანტესა“ და ნაკრებისთვის.

საქართველოს ნაკრებში ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად მივემგზავრები. ეს არის გამოწვევა, რაზეც ბავშვობიდან ვოცნებობდი. საქართველოს ნაკრებთან ერთად ასეთ დიდ ტურნირზე არასდროს ვყოფილვარ და მიხარია, რომ ეს ხდება ახლა, როცა 24 წლის ვარ და შემიძლია ამით ვისიამოვნო ჩემს ეროვნულ გუნდთან, ჩემს ქვეყანასთან ერთად. ბედნიერი ვარ, მინდა, ყველაფერი კარგად გავაკეთო და ფეხბურთით ვისიამოვნო“, – ამბობს გიორგი ქოჩორაშვილი.