გიორგი ქოჩორაშვილი – ჩემს ყოფილ გუნდთან შეხვედრას დიდი ემოციით ველოდები #1TVSPORT

00:27, 09.10.2026

გიორგი ქოჩორაშვილი საქართველოს ნაკრების თამაშების შემდეგ ესპანეთში დაბრუნდა. იგი „სვილიასთან“ ერთად ყოფილ კლუბთან, „ლევანტესთან“ სათამაშოდ ემზადება, მედიას შეხვდა და მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი სანაკრებო თემასაც შეეხო.

„ეს იყო ხანგრძლივი სანაკრებო ფანჯარა, ბევრი მატჩით. სანაკრებო თამაშებისას ბევრ დროს ატარებ იმ ადამიანებთან ერთად, ვისთანაც გაიზარდე. საქართველოს ნაკრებში არაერთი ისეთი ფეხბურთელია, ვისაც 7 წლის ასაკიდან ვიცნობ და შეკრებაზე წასვლა ძალიან მსიამოვნებს.

ეროვნულ ნაკრებში ზედიზედ ოთხი შეხვედრა ჩავატარე. „სევილიაში“ უკვე ინტენსიურად ვვარჯიშობ. ვემზადებოდით მომავალი მატჩისთვის, რომელშიც მშობლიურად ქცეულ მოედანზე ვბრუნდები. „ლევანტეს“ ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა მოთამაშე ჰყავს. ისინი საქმეს გაგვირთულებენ, თუმცა ჩვენც საბრძოლველად გავდივართ მოედანზე.

რაც შეეხება „სიუტატზე“ („ლევანტეს“ სტადიონი) დაბრუნებას, თავს კარგად ვგრძნობ და მოუთმენლად ველი მეგობრებთან შეხვედრას იმ კლუბში, სადაც ჩემი პროფესიული კარიერა დავიწყე. მატჩს დიდი ემოციებით ველოდები.

ვინ იმსახურებს „ოქროს ბურთს“? კვარაცხელია მსოფლიოში საუკეთესოა. მე მას ყველაფერში დავუჭერ მხარს და ყოველთვის დავიცავ. თქვენ თქვენი აზრი გექნებათ, მაგრამ მე ჩემი მოსაზრება უკვე მკაფიოდ ჩამოვაყალიბე“.

მსგავსი