გიორგი ქოჩორაშვილი - ბავშვობაში რომ ეთქვათ, ეროვნულ ნაკრებში გოლებს გაიტანო, ვერ დავიჯერებდი #1TVSPORT
გიორგი ქოჩორაშვილმა კომენტარი გააკეთა ერთა ლიგის მეორე ტურში, ტირანაში ალბანეთის ნაკრებთან მოგებულ შეხვედრაზე, რომელშიც მან გოლი 71-ე წუთზე გაიტანა.
„ალბათ ბავშვობაში რომ ეთქვათ, ეროვნულ ნაკრებში გოლებს გაიტანო, ვერ დავიჯერებდი პოზიციიდან გამომდინარე.
არასდროს არ უნდა დანებდე, ყოველთვის შენი თავის უნდა დაიჯერო, იშრომო შენი მიზნებისთვის და აუცილებლად აგიხდება.
ამაზე არ გავჩერდები, არც მე და არც ჩემი თანაგუნდელები. ამის საშუალებას არც მე არ მივცემ ჩემს თავს და არც ისინი მომცემენ“, – განაცხადა მატჩის შემდეგ გიორგი ქოჩორაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის B1 ჯგუფში საქართველოს ნაკრებს 6 ქულა აქვს და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია.