გიორგი ქობულია ვარაუდობს, რომ ლარი წლის ბოლოსთვის გამყარდება
გიორგი ქობულია ვარაუდობს, რომ ლარი წლის ბოლოსთვის გამყარდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია აცხადებს, რომ წლის ბოლოს ლარის კურსი დასტაბილურდება.

„ჩვენი ეკონომიკის მდგომარეობა არის ძალიან კარგი. ექსპორტი იზრდება. ჩვენი ეკონომიკა 6%-ით გაიზარდა. ეს ყველაფერი აუცილებლად აისახება ლარის კურსზე. მიგვაჩნია, რომ ლარი აბსოლუტურად სტაბილური იქნება და კიდევ უფრო მეტ სტაბილურობას დაუბრუნდება წლის ბოლოსკენ. ვვარაუდობთ, რომ ეკონომიკა კიდევ უფრო გაძლიერდება მომავალი ორი თვის განმავლობაში და ძალიან კომფორტულად ვგრძნობთ თავს ამასთან დაკავშირებით.

ზოგადად, საახალწლოდ ლარის კურსის ტენდენცია არის უფრო გაძლიერებისკენ, რადგანაც საახალწლოდ ვალუტის შემოდინების ტენდენცია გვაქვს, მათ შორის, ტურისტული და პირიქით ზეწოლა არის ლარის გაძლიერებისკენ. არის მოსალოდნელი, რომ ლარის კურსი გამყარდეს“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.