გიორგი ქობულია – მივესალმები ყველა ნაბიჯს, რომელიც „თიბისი ბანკის“ საქმეზე პრობლემის მოგვარებას დააჩქარებს

11:45, 07.03.2019

მივესალმები ყველა ნაბიჯს, რომელიც დააჩქარებს ამ პრობლემის მოგვარება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ „თიბისი ბანკის“ საქმეზე დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, რაც მალე მოხდება აღნიშნული პრობლემის მოგვარება, მით უკეთესი იქნება ქვეყნისთვის და ინვესტორებისთვის.

„მგონია, რომ რაც უფრო სწრაფად მოხდება ამ საკითხისა და ამ პრობლემატური დისკუსიის დასრულება, კარგი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და ყველა ინვესტორისთვის, ამიტომ მივესალმები ყველა ნაბიჯს, რომელიც დააჩქარებს ამ პრობლემის მოგვარებას”,-განაცხადა ქობულიამ.

„თიბისი ბანკის“ საქმეზე დროებითი საგამოძიები კომისიის შექმნას „ევროპული საქართველო“ ითხოვს. რეგლამენტის შესაბამისად, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას 50 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

მსგავსი