გიორგი ქობულია მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობაში გადაწყვეტილებებს ემოციურად და გაუაზრებლად იღებენ
გიორგი ქობულია მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობაში გადაწყვეტილებებს ემოციურად და გაუაზრებლად იღებენ

საქართველოს მთავრობაში პრობლემას წარმოადგენს გადაწყვეტილებების მიღების სისწრაფე და გადაწყვეტილებების მიღება ემოციურად, გაუაზრებლად ხდება, – ამის შესახებ ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, გიორგი ქობულიამ პარლამენტში განაცხადა.

მისი თქმით, საინვესტიციო პროგრამებიც არაეფექტურია. „სახელმწიფო კომპანიები წარმოდგენებ ჩვენი ეკონომიკის დიდ ნაწილს და სამწუხაროდ წარმოდგენენ არაეფექტურობის, მიკერძოებული გარიგებების და ნეპოტიზმის ბუდეს. მთავრობის როგორც ცენტრალური, ისე თვითმმართველობების სტრუქტურებში ძალიან სუსტია ანალიტიკური შესაძლებლობები, უმეტესი გადაწყვეტილებები პრაქტიკულად მოკლებულია ანალიტიკურ საფუძველს, მიიღება ემოციურ და ბოლომდე გაუაზრებელ საფუძველზე. ინვესტიციების მოზიდვისა და სტიმულირების პროგრამები არაეფექტურია, ფრაგმენტირებულია ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის სამინისტროებში და საპარტნიორო ფონდში. საპარტიონორო ფონდის სტრატეგია არ არის ჩამოყალიბებული და შედეგიანობაც დაბალია“,-აღნიშნა ეკონოიკის ყოფილმა მინისტრმა.

ამას გარდა, ქობულიამ აღნიშნა, რომ რეგლამენტი, რომელიც ინვესტორებისთვის კონკრეტული დოკუმენტების გაცემას გულისხმობდა, 20 დღეში გაიცემოდა, თუმცა ეს წესი შეიცვალა.

„ახლა იცით რა ხდება? – რეგლამენტი გაიცემა რვა, ათ და 12 თვეში, რაც პრობლემას წარმოადგენს“, – განაცხადა ქობულიამ.

გიორგი ქობულია ამ წუთებში, პარლამენტში 17-გვერდიან პრეზენტაციას მართავს, რომელიც მის ეკონომიკურ ხედვებს ეხება.

დატოვე კომენტარი