საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ პარლამენტში ენერგეტიკის განვითარებისა და ჰესების მშენებლობის გეგმაზე ისაუბრა.
გიორგი ქობულიამ დეპუტატებს დაგეგმილი პროექტების შესახებ სლაიდიც წარუდგინა.
დაგეგმილ პროექტებს შორის ქობულიამ დაასახელა „შუახევიჰესი“, ნამახვანი ჰესების კასკადი, ონის პროექტი, „ნენსკრაჰესი“, „ხუდონჰესი“ და ცხენისწყალი.
„ნენსკრაჰესის“ ამოქმედების ვადად სლაიდზე 2025 წელი იყო მითითებული, „ხუდონჰესის“ შემთხვევაში კი 2027 წელი.
ქობულიას განცხადებით, საქართველოში ელექტროენერგიაზე მოთხოვნა იზრდება და ახალი გენერაციის ობიექტების გარეშე დეფიციტის დაფარვა შეუძლებელი იქნება.